01ზურგჩანთის ამოცანა
ლექციაში ამოცანა ასეა დასმული: მოცემულია N საგანი, i-ურ საგანს აქვს wᵢ > 0 წონა და pᵢ > 0 ღირებულება. უნდა ავარჩიოთ ისეთი ქვესიმრავლე, რომლის ჯამური წონა არ აღემატება ზურგჩანთის W ტევადობას, ხოლო ჯამური ღირებულება მაქსიმალურია.
ზოგადად ეს ამოცანა NP-სრულია: მისი ამოხსნის პოლინომიალური ალგორითმი ნაპოვნი არ არის. მცირე N-ებისთვის მას დინამიური პროგრამირება ხსნის, და ეს ლექციის მეორე ნახევარია (ეტაპი 10).
ჩვენი მაგალითი ლექციისაა: სამი საგანი, 10, 20 და 30 კგ, ღირებულებით $60, $100 და $120, ზურგჩანთის ტევადობა 50. სამივე ერთად 60 კგ-ია, ამიტომ რაღაც უნდა დარჩეს.